20 ივნისი 2026,   18:16
ვრცლად
ბრაზილიის სასამართლომ, ყოფილ პრეზიდენტს ელექტრონული სამაჯურის ტარება და კომენდანტის საათი დაუწესა, აუკრძალა შვილთან კომუნიკაციაც

ბრაზილიის სასამართლომ, ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ელექტრონული სამაჯურის ტარება და კომენდანტის საათი დაუწესა.

მოსამართლემ ბოლსონარუს სოციალური ქსელების გამოყენება და შვილთან კომუნიკაციაც აუკრძალა. ყოფილი პრეზიდენტი 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგის ქვეშ იქნება და მას ღამით კომენდანტის საათის დაცვა მოუწევს. ბოლსონარუს, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას 2019-2022 წლებში იკავებდა, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები