"აბა გამოვიდეს ფიშერი და თქვას, რომ იმას, რასაც ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია ამბობს, სისულელეა და სიგიჟეა. გაბედავს? - ვერა. აქ ჰგონია, რომ საქართველო და ქართველები ბანანების ქვეყანა ვართ და აქ ყველაფერი მოსულა" - პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა გერმანელი დიპლომატის, პეტერ ფიშერის ინტერვიუს ეხმაურება.
ალტერ ფიშერი საათნახევრიან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, Deep state-ც და აცხადებს რომ ის უბრალოდ არ არსებობს.
ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ გერმანელი დიპლომატი დიდი ხანია გასცდა ელჩის მანდატს.
"ბატონი ფიშერი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი ხანია გასცდა ელჩის მანდატს. ის ჩვეულებრივი რადიკალი გახდა. ყველაზე მწვავე ფრთა, თუ რამე არსებობს ჩვენს ქვეყანაში რადიკალების, სწორედ მათი ლიდერი გახდა თავისი ქმედებებით, ნაბიჯებით, თავისი გამოხატულებით, თავისი არაეთიკური, არადიპლომატიური სიტყვებით თუ ქმედებებით. არც მიკვირს, გამოდის კაცი და ამბობს, რომ თურმე Deep state არ არსებობს. აგერ, გამოდის ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ ამაზე აკეთებდა აქცენტირებას, რასაც ჩვენ გლობალური ომის პარტია დავარქვით. იქ დაარქვეს Deep state და დღემდე ებრძვის. აბა გამოვიდეს ფიშერი და თქვას, რომ იმას, რასაც ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია ამბობს, სისულელეა და სიგიჟეა. გაბედავს? - ვერა. აქ ჰგონია, რომ საქართველო და ქართველები ბანანების ქვეყანა ვართ და აქ ყველაფერი მოსულა. ქართული საზოგადოებისთვის, ფიშერი და მისი ამფსონები, დიდი ხანია გაშიფრულები არიან. სწორედ ის წარმოადგენს სხვა ელჩებთან ერთად, Deep state-ს საქართველოში." - ამბობს ირაკლი ზარქუა.