08 ივლისი 2025,   08:52
ვრცლად
მალიორკას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე, Ryanair-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა - არიან დაშავებულები

ესპანეთის კუნძულ მალიორკას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე,  Ryanair-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად დაშავდა 18 ადამიანი.

ინციდენტი სან-ხუანის აეროპორტში მოხდა.

18 მგზავრიდან ექვსი კუნძულის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები