08 ივლისი 2025,   09:21
ვრცლად
ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადებამ წერტილი დაუსვა ბრიუსელის და ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას - შალვა პაპუაშვილი

"ეუთო-ს ასამბლეაზე გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება, რომ არჩევნების შედეგებში მოსახლეობის ნება არის ასახული", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეუთო-ს გენერალურ მდივნის განცხადებამ წერტილი დაუსვა ბრიუსელის და საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას

"ეუთო-ს ასამბლეაზე გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება, რომ არჩევნების შედეგებზე მოსახლეობის ნება არის ასახული. წერტილი დაუსვა ბრიუსელის და საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას.

მოსახლეობამ ნახა, მათ შორის, ეუთო-ს გენერალური მდივნის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებები, რომელთაც წერტილი დაუსვეს ყველანაირ სპეკულაციას.

ჩვენ ამ მომენტებში გვახსენდება ევროპარლამენტის ცრუ რეზოლუცია არჩევნებთან დაკავშირებით. გვახსენდება ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა მინისტრის თუ პარლამენტების განცხადებები, რომელსაც ერთი განცხადებით წერტილი დაუსვა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა და ამხილა პოლიტიკურ ანგაჟირებაში.

საბოლოო ტექსტში, ჯო ვილსონის დაჟინებული მოქმედებებით აისახა ნახევარი წინადადება, რომელიც ეხება არჩევნებს და ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ პირებს, რაც აჩვენებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ნაწილი ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ინტრიგებისთვის.

ჯო ვილსონის ამ დამატების თანაავტორები იყვნენ, მათ შორის, უკრაინის დელეგაცია. მძიმეა ამის ყურება მას შემდეგ, რა მხარდაჭერაც აჩვენა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელი ხალხის მიმართ. ფაქტობრივად, ეს არის ზურგში დანის დარტყმა ქართული საზოგადოებისთვის უკრაინის მხრიდან, რომელსაც თავად ეგზისტენციალური საკითხები უდგას, ომშია და იცლის იმისთვის, რომ ქართველ ხალხს გამოუთხაროს ძირი, სამარცხვინოა ასეთი საქციელი.

ეს ომი დამთავრდება და ბევრი განმარტების გაკეთება მოუწევს ქართველი ხალხისთვის უკრაინის პოლიტიკურ ელიტას. დარბიან დერეფნებში იმისთვის, რომ რამენაირად დააზიანონ ქართველი ხალხი. ეს არის პასუხი იმ მეგობრობაზე, რომელსაც ვუჩვენებთ უკრაინას?! ეს არის ღალატი უკრაინის პოლიტიკური ჯგუფებისა, უკრაინელი ხალხის ინტერესების ღალატი, როდესაც თავს ესხმიან ქართველ ხალხს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები