25 აგვისტო 2026,   21:49
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, ფულადი ჯილდო - მილიონი ლარი გადაეცემა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი პირები თამარ მეფის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ცნობილი გახდა , რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონ გუნდს ძიუდოში 1 მილიონი ლარი გადაეცემა.

მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო ჯილდო თამარ მეფის ორდენი მსოფლიო ჩემპიონს, ძიუდოისტ ეთერ ლიპარტელიანს, ღირსების ორდენი ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების 9 წევრს, სახელმწიფო ჯილდო ღირსების მედალი კი ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებსა და ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების 6 წევრს გადასცა.

დღის ამბები