19 აგვისტო 2026,   19:14
ვრცლად
ყოფილ მოფარიკავეს, 21 წლის სალომე გოგუას საზოგადოების დახმარება სჭირდება

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ინფორმაციით, ყოფილ მოფარიკავეს, 21 წლის სალომე გოგუას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

"ჩვენს ყოფილ მოფარიკავეს, 21 წლის სალომე გოგუას ჩვენი დახმარება სჭირდება. ამ ეტაპზე, სალომე, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის (T უჯრედული) დიაგნოზით თურქეთში, სტამბოლის კლინიკაში მკურნალობს. პირველ ეტაპზე საჭირო იყო 59 000$, საიდანაც ოჯახმა და ახლობლებმა უმეტესი ნაწილის მობილიზება მოახერხეს. მკურნალობის გასაგრძელებლად საჭიროა 15 000$-ის შეგროვება, რაშიც სალომეს ჩვენი დახმარება სჭირდება. ასეთ დროს, თითოეული ლარიც მნიშვნელოვანია," - აღნიშნულია ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე: 

თი ბი სი ბანკი:

GE46TB7093345064300076

საქართველოს ბანკი:

GE73BG0000000607881521

მიმღები თამარ ბარამიძე
(სალომე გოგუას დედა).

 

დღის ამბები