20 ივნისი 2026,   10:20
ვრცლად
თურქეთში მიწისძვრა მოხდა, რომელიც ბურსაში, სტამბოლში და იალოვაში იგრძნობოდა

თურქეთში, ბურსაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც სტამბოლსა და იალოვაშიც იგრძნობოდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:47 საათზე მოხდა.

ბიძგების ეპიცენტრი 9.82 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ბურსას გუბერნატორის განმარტებით, მიწისძვრას რაიმე დაზიანება არ გამოუწვევია.

დღის ამბები