25 აგვისტო 2026,   22:15
ვრცლად
1-ელ ივლისს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ ივლისს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ ივლისს 06:50-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახატანი, ჭოპორტი, მისაქციელი, ცხვარიჭამია, ნავდარაანთკარი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან, 18:00 საათამდე, აბონენტებს სოფელ დიღომში სარაჯიშვილის, თევდორე მღვდლის, მარინაშვილის, თეთრი გიორგის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:0-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აბანოსხევი, ჭოპორტი, ბულაჩაური, წითელსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, კოსტავას, 26 მაისის, ბუაჩიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დღის ამბები