08 აგვისტო 2026,   12:47
ვრცლად
მკურნალობის დაფინანსება, 500-ლარიანი სამედიცინო ვაუჩერი და ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები - თბილისის მერმა სოციალური პროექტები შეაჯამა

ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერა, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება - ეს იმ პროგრამების ნაწილია, რომელიც დედაქალაქის მერიამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა. მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებით, მუნიციპალიტეტმა ოთხი მილიონი განაცხადი დააფინანსა. საქართველოსა და საზღვარგარეთ მკურნალობისთვის 100 000 ზე მეტ ბენეფიციარს ფინანსური მხარდაჭერა გაეწია.

კიდევ ერთი მიმართულება იმ პროგრამებს დაეთმო რომელიც სოციალურად დაუცველი პირებზე ვრცელდება. 2022 წლიდან დღემდე, 73 ათასზე მეტმა სოციალურად დაუცველმა პენსიონერმა 500 ლარიანი სამედიცინო ვაუჩერით ისარგებლა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სკოლამდელი განათლების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზეც.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება იქნება. პროგრამის დახმარებით, 2017 წლიდან დღემდე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი უკვე ჩაიბარა 3 000 ზე მეტმა ოჯახმა.

დედაქალაქის მერის ანგარიშის მოისმინეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პრემიერის შეფასებით თითოეული პროექტი მოსახლეობის კეთილდღეობისკენაა მიმართული.

დედაქალაქის მერიამ ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებისთვის ბიუჯეტიდან ხუთას ორმოც მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

დღის ამბები