სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა.
მეუფემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა, აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება და ნაყოფიერი სწავლა უსურვა.
"ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა მთელი გულით დაგლოცოთ. თქვენს ცხოვრებაში ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როდესაც თქვენ დაამთავრეთ სკოლა და უნდა შეუდგეთ უმაღლესი სწავლების, ცოდნის სარბიელს", - აღნიშნა მეუფე შიომ.