20 ივნისი 2026,   20:53
ვრცლად
სერბეთში, ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედების მომზადების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

სერბეთის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედების მომზადების ბრალდებით, მთელი სერბეთის მასშტაბით ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, დაკავებულია ექვსი პირი, რომლებიც სერბეთის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, ჩხრეკა მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილას ჩატარდა და პოლიცია ამ საქმეზე მუშაობას აგრძელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დირექტორატის, ანტიდანაშაულებრივი სამსახურის, ანტიტერორისტული სამსახურის და უჟიცეს, ჩაჩაკისა და კრაგუიევაცის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სააგენტოსთან თანამშრომლობით და ბელგრადის უმაღლესი სახელმწიფო პროკურატურის დავალებით, სერბეთის რამდენიმე ადგილას ექვსი პირი დააკავეს ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედების მომზადებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი გზით შეცვლის მოწოდებების სისხლის სამართლის დანაშაულთან", - აღნიშნულია სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებამ თავის განცხადებაში ასევე განმარტა, რა მიზნები ჰქონდა დაჯგუფებას და რომელ უწყებებზე აპირებდნენ შეიარაღებულ თავდასხმას.

“არსებობს ეჭვი, რომ 21 ივნისს, ისინი კრალევოს სასტუმროში შეიკრიბნენ სერბეთის რესპუბლიკაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის დაგეგმვის მიზნით და შეთანხმდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებზე თავდასხმებზე. ისინი გეგმავდნენ პოლიციელებზე ფიზიკურ თავდასხმებს მათი განიარაღების მიზნით, სერბეთის რესპუბლიკის მთავრობის შენობასა და სხვა ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმის განხორცილებას, ასევე სერბეთის რადიოსა და ტელევიზიის Happy-სა და Informer-ის შენობებზე ძალადობრივ თავდასხმებს", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები