11 აგვისტო 2026,   20:45
ვრცლად
ირაკლი კობახიძე "ფორმულას" ჟურნალისტს: თქვენ თუ რაიმე ინტერესი გაქვთ კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით, ჩადით მოსკოვში და დააზუსტეთ, რა იგულისხმება, 2022 წლამდე არ გიჭირდათ მოსკოვში სიარული თქვენი პარტიის წარმომადგენლებს

თქვენ თუ რაიმე ინტერესი გაქვთ კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით, ჩადით მოსკოვში და დააზუსტეთ, რა იგულისხმება, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინის განცხადებაზე დაუსვა კითხვა მთავრობის მეთაურს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს კითხვა უნდა დაუსვან შესაბამის ადრესატს.

"ჩადით მოსკოვში და ჰკითხეთ. არ გიჭირდათ მოსკოვში სიარული თქვენი პარტიის წარმომადგენლებს, 2022 წლამდე ჩადიოდით მოსკოვში და ეს კითხვები დაუსვით შესაბამის ადრესატს. თქვენ დადიოდით მოსკოვში 2022 წლამდე და ჩადით, თქვენს პარტიას ვგულისხმობ, ჩადით ისევ მოსკოვში და ეს კითხვები დაუსვით შესაბამის ადრესატს. მე რატომ უნდა დამისვათ. თქვენ დასდევთ ერთნაირად როგორც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსების, ისევე სხვა პოლიტიკოსების განცხადებებს, კუბილიუსების და სხვა განცხადებებს. ერთნაირად დასდევთ და თქვენ თუ რაიმე ინტერესი გაქვთ კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით, ჩადით მოსკოვში და დააზუსტეთ, რა იგულისხმება. მე რატომ მეკითხებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები