20 ივნისი 2026,   20:36
ვრცლად
"გავანადგურეთ ორი ეგზისტენციალური საფრთხე: ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების საშიშროება" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ირანთან 12 დღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოხსნილია. აღდგა სასწავლო და სამუშაო პროცესი.

გაიხსნა საჰაერო სივრცე. ცეცხლი შეწყვეტილია, ზეიმია ირანშიც და ისრაელშიც, ორივე მხარე აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეულია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის მხრიდან მომდინარე ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების საშიშროება მოხსნილია.

"მივაღწიეთ ისტორიულ გამარჯვებას, რომელიც თაობების მანძილზე გაგრძელდება. გავანადგურეთ ორი ეგზისტენციალური საფრთხე - ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების საშიშროება.თუ ახლა არ ვიმოქმედებდით ისრაელის სახელმწიფო მალე განადგურდებოდა.

ისრაელის მოქალაქეებო, თქვენი სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაში და ისრაელის თავდაცვაში შეტანილი წვლილისთვის", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპიკერი კი,მუქარას განაგრძობს.

იბრაჰიმ ზოლფაღარი თქმით, ალ-უდეიდის ამერიკულ ბაზაზე დარტყმა მათთვის მაგალითი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ და ისრაელი, ირანისგან ძლიერ პასუხს მიიღებენ.

"ამერიკასა და სიონისტურ რეჟიმს ჩვენი მამაცური მებრძოლების გამანადგურებელი დარტყმის შესახებ ვაფრთხილებთ. ალ-უდეიდის ამერიკულ ბაზაზე დარტყმა მათთვის მაგალითი უნდა გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კიდევ უფრო ძლიერ პასუხს მიიღებენ, უფრო მეტი სამიზნით, რომელიც უკვე განსაზღვრული გვაქვს", - განაცხადა იბრაჰიმ ზოლფაღარიმ.

დღის ამბები