19 აგვისტო 2026,   11:44
ვრცლად
"ყოველდღიურად ჩნდება ახალი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ახალი გზები და მეთოდები - მკაცრი პოლიტიკა იქნება გატარებული" - გენერალური პროკურორი

ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ პოლიტიკაზე ისაუბრა ახლადარჩეულმა გენერალურმა პროკურორმა. გიორგი გვარაკიძე აცხადებს, რომ დღეს ნარკოდანაშაული ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

"ნარკოდანაშაული ყველაზე დიდი გამოწვევაა დღესდღეობით საქართველოსთვის, თუ ყველაზე დიდი არა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. ყოველდღიურად ჩნდება ახალი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ახალი გზები და მეთოდები. მე ვუერთდები იმ პათეტიკას, რასაც ჰქვია შეურიგებელი პოლიტიკა ნარკოდანაშაულის მიმართ, მკაცრი პოლიტიკა იქნება გატარებული. განსაკუთრებით, ნარკორეალიზატორების მიმართ," - აცხადებს საქართველოს გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე.

დღის ამბები