დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გათავისუფლების შესახებ "ამერიკის ხმის" 600-ზე მეტ თანამშრომელს შეტყობინებები გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციასThe New York Times-ი ავრცელებს.
მედიაორგანიზაციის თანამშრომელთა რიცხვი 200-ზე ნაკლები რჩება.
"დღეს ჩვენ გადავდგით გადამწყვეტი ნაბიჯი კონტროლიდან გასული ფედერალური ბიუროკრატიის შემცირების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის პროგრამის განსახორციელებლად“, – ნათქვამია პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, კარი ლეიკის განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, უქმდება "ამერიკის ხმის" ზედამხედველი სააგენტოს, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს 1 400 სამუშაო ადგილი, რაც გულისხმობს პერსონალის დაახლოებით 85%-ით შემცირებას.