21 ივნისი 2026,   01:17
ვრცლად
თეირანი, არაქი, ხონდაბი - ისრაელის არმია ირანის მოსახლეობას ამ ქალაქებიდან სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს

აფეთქებებია ამ წუთებში ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონებში. ისმის საჰაერო განგაშის ხმებიც. ცოტა ხნის წინ, ირანმა ქალაქ ბეერ-შევაში მდებარე საავადმყოფოს დაარტყა - შენობა სერიოზულადაა დაზიანებული. ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ - მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

დაჭრილები არიან ჰოლონსა და თელ-ავივში, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად. დაშავდა 25 ადამიანი - აქედან სამის მდგომარეობა კრიტიკულია. არის მასშტაბური ნგრევა. მედიის ცნობით, ირანმა დღეს დილიდან, ისრაელის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

თეირანი, არაქი, ხონდაბი - ისრაელის არმია ირანის მოსახლეობას ამ ქალაქებიდან სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს. აფეთქებების ხმა ისმის თეირანშიც. მედიის ცნობით, დედაქალაქში "ცახალმა" თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინას და ნავთობ-გადამამუშავებელ საწარმოს დაარტყა. იერიშები განხორციელდა ქალაქებში ნატანზსა და ქირმან-შაჰში ბირთვულ ობიექტზე, ასევე - სარაკეტო გამშვებ პუნქტებზე.

დღის ამბები