20 ივნისი 2026,   18:16
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე NATO-ს მხრიდან, საქართველოსადმი უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს - ალიანსის მხრიდან უფრო ქმედითი და აქტიური ნაბიჯების აუცილებლობას ოპოზიციაშიც აღიარებენ

პარლამენტის თავმჯდომარე NATO-ს მხრიდან, საქართველოსადმი უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ორი ათეული წელი იწურება, თუმცა ამ ხნის განმავლობაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის თაობაზე, მხოლოდ ზეპირი განცხადებები კეთდება.

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებული ბოლო განცხადება, სავსეა საქართველოს მხარდამჭერი გზავნილებით. ნათქვამია, რომ საქართველო მტკიცედ მიყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და მისიებში მონაწილეობით ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

NATO-ს მხრიდან უფრო ქმედითი და აქტიური ნაბიჯების აუცილებლობას ოპოზიციაშიც აღიარებენ, თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო ფერხდება.

NATO-სგან შემხვედრ გადაწყვეტილებებს ელოდება მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" იხსენებენ, იმ კონტრიბუციას, რომელიც საქართველომ სხვადასხვა მისიებში მონაწილეობისას გაიღო და კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ალიანსმა საქმითაც უნდა დაამტკიცოს ის, რაზეც მხარდამჭერ განცხადებაშია საუბარი.

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ავტორობით, საქართველოს შესახებ განცხადება, გუშინ გავრცელდა.

დღის ამბები