12 აგვისტო 2026,   12:55
ვრცლად
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო სხდომა გაიმართა

ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო სხდომა გაიმართა.

სასამართლოს ჩვენება მისცა პოლიციელმა დავით ქიტიაშვილმა. მან განაცხადა რომ ბრალდებულთა ნაწილმა პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ნივთი ისროლა. პოლიციელს კითხვები დაუსვეს ადვოკატებმაც, რეპლიკები ჰქონდათ დაკავებულებს.

დაიკითხა 4 გამომძიებელი. მათ ამოღებულ ვიდეომასალებს დათვალიერება ჩაუტარეს.დღეს ასევე დაიკითხება მერიის თანამშრომელიც, რომელიც ზარალის ოდენობაზე ისაუბრებს.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

დღის ამბები