რუსული მასირებული შეტევის ობიექტი ისევ კიევია. ქალაქის 6 რაიონში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულებიც.
ამასთან, ღამით რუსებმა ოდესაში სამშობიარო სახლს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტსა და საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.