20 ივნისი 2026,   18:19
ვრცლად
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი TikTok-ერი აშშ-ის საემიგრაციო სამსახურმა დააკავა

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი TikTok-ერი, ხაბი ლეიმი აშშ-ის საემიგრაციო სამსახურმა დააკავა. ინფორმაციას France24-ი ავრცელებს.

ხელისუფლებამ მას ქვეყნის "ნებაყოფლობით დატოვების" უფლება დართო.

წარმოშობით სენეგალელი, იტალიელი 25 წლის TikTok-ის ვარსკვლავი, ლას-ვეგასის, გარი რისდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავეს. როგორც გაირკვა, მის ტურისტულ ვიზას ვადა ჰქონდა გასული.

ლეიმი TikTok-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომხმარებელი და UNICEF-ის კეთილი ნების ელჩია. მას 162 მილიონი გამომწერი ჰყავს.

დღის ამბები