20 აგვისტო 2026,   22:17
ვრცლად
დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: საკუთარი ქვეყნის მიმართ სიძულვილით გაერთიანებული პოლიტიკური ჯგუფი ვერ იქნება ერთიანობაში წარმატებული

"საკუთარი ქვეყნის მიმართ სიძულვილით გაერთიანებული პოლიტიკური ჯგუფი ვერ იქნება ერთიანობაში წარმატებული," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის მისამართით გააკეთა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთი მარცხი ელის.

"ის, რომ რადიკალები აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ფაქტია - პირდაპირი მოთხოვნა უკვე დაუყენეს ევროპიდან, საკუთარმა პატრონებმა, ეს ყველამ კარგად მოვისმინეთ. შიდა რღვევა არის სრულიად გასაგები და მოსალოდნელი რადიკალების მხრიდან - მათ არანაირი ერთიანი პლატფორმა არ აქვთ და ვერც ექნებათ, რადგან საკუთარი ქვეყნის მიმართ სიძულვილით გაერთიანებული პოლიტიკური ჯგუფი ვერ იქნება ერთიანობაში წარმატებული. რაშიც კიდევ ერთი დიდი წარუმატებლობა მოელით, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები