27 აგვისტო 2026,   07:06
ვრცლად
შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუმარტა, გადაწყვეტილება გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

"როგორც იცით, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ, გუნდთან და ბატონს გიორგისთან კონსულტაციით, მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცოტნე ყავლაშვილის მიერ გენერალური აუდიტორის თანამდებობას დატოვების შესახებ ინფორმაცია "კურიერმა" გუშინ გაავრცელა, რაც მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციაშიც დაადასტურეს. ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება.

დღის ამბები