20 აგვისტო 2026,   21:30
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტი 27 ივნისს მოისმენს

პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტი 27 ივნისს მოისმენს. ირაკლი კობახიძის მოხსენება წერილობითი ფორმით საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.

პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში, პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. რეგლამენტი კითხვების დასმას და დეპუტატების სიტყვით გამოსვლებსაც ითვალისწინებს.

"საზოგადოება ამ დღეს მოისმენს ყველა იმ მნიშვნელოვან გამოწვევებსა თუ მიღწევებთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობამ გადალახა. მათ შორის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი იქნება ეკონომიკურ წინსვლაზე. რა თქმა უნდა, პრემიერ მინისტრი ისაუბრებს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ურთიერთობებზე, იმ პოლიტიკურ გამოწვევებზე და ბატალიებზე, რომელიც ქვეყანაშია. იმ დაძლეულ ხელოვნურად შექმნილ კრიზისებზე, სოციალურ პოლიტიკაზე და იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი. 

 

 

დღის ამბები