19 აგვისტო 2026,   19:51
ვრცლად
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს სტამბოლში გაიმართება - სირაგანის სასახლეში ბოლო სამზადისია

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს გაიმართება. შეხვედრის დაწყებისთვის სტამბოლში, სირაგანის სასახლეში ბოლო სამზადისია. მოლაპარაკებები, თბილისის დროით, 14:00 საათზე უნდა დაიწყოს.

უკვე დამტკიცებულია კიევის დელეგაციის 14 კაციანი შემადგენლობა. ჯგუფს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კი პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკია - ის სტამბოლში იმყოფება.

რუსული მხარის განცხადებით, მოსკოვმა უკრაინის მხრიდან ომის შეწყვეტის მემორანდუმის პროექტი უკვე მიიღო. მემორანდუმის უკრაინული ვერსიის სრული ტექსტი გამოცემა "როიტერმა"" გამოაქვეყნა. პირობებს შორისაა ცეცხლის შეწყვეტა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება და უსაფრთხოების გარანტიები.

სტამბოლის შეხვედრამდე რუსული მხარის მოთხოვნით, შედგა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საუბარი. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

"მდივანმა რუბიომ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ, რათა მიღწეულ იქნას ხანგრძლივი მშვიდობა" - წერია სახდეპის განცხადებაში.

დღის ამბები