19 აგვისტო 2026,   18:14
ვრცლად
"საქართველოს ხმის" ლაივ კონცერტები 3 ივნისიდან დაიწყება - ვიდრე 10 გამორჩეულს შორის ერთი "საქართველოს ხმის" წოდებას მოიპოვებს, წინ კიდევ 5 ტურია

უკვე მთელი ქვეყანა იცნობს და გულშემატკივრობს 10 გამორჩეულ მომღერალს - "რუსთავი2"-ის მეგაშოუს, "საქართველოს ხმის" მონაწილეებს, რომლებმაც საუკეთესო 10-ეულში მოსახვედრად რამდენიმე ტური, დიდი ბრძოლა და დიდი გზა გაიარეს. ახლა კი თითოეულმა მათგანმა მაყურებელი და ჟიური უნდა დაარწმუნოს, რომ გამარჯვებას იმსახურებენ.

"საქართველოს ხმის" ლაივ კონცერტები 3 ივნისიდან დაიწყება.

ეს "საქართველოს ხმის" საუკეთესო ათეულია - კასტინგები, საუკეთესო 14 მონაწილის შერჩევა და ბოლოს დუეტების დუელი, ასე მივიდნენ ლაივ კონცერტების ტურამდე, სადაც უკვე ყოველ შემდეგ ეტაპზე გადასვლა მაყურებლის გულის მოგებით მოხდება.

სანამ რომელიმე მათგანი "საქართველოს ხმის" წოდებას მოიპოვებს, წინ კიდევ 5 ტურია. ყოველ სამშაბათს პროექტს გაეთიშება ის, ვისი გულშემატკივარიც ყველაზე პასიური იქნება.

პირველ ივლისს კი საქართველო "საქართველოს ხმას" აირჩევს.

დღის ამბები