18 აგვისტო 2026,   20:44
ვრცლად
ნათია თურნავა: გასული სამი ათწლეული იყო როგორც მიღწევებით, ასევე ბევრი გამოწვევით სავსე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ლარმა შეასრულა მთავარი ფუნქცია და დანიშნულება - ყოფილიყო სანდო ვალუტა

ქართულ ლარს 30 წელი შეუსრულდა. თბილისში ეროვნული ვალუტის საიუბილეო ღონისძიება მიმდინარეობს. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრემიერმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ გახსნა.

"ლარი არის ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო, რომლის შექმნასაც წინ უძღოდა ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ლარი ქართულ ენაში ნიშნავს სიმდიდრეს, განძს ქონებას. მოგეხსენებათ, გასული სამი ათწლეული იყო როგორც მიღწევებით, ასევე ბევრი გამოწვევით სავსე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ლარმა შეასრულა თავისი მთავარი ფუნქცია და დანიშნულება, ყოფილიყო სანდო, სტაბილური ვალუტა ეკონომიკური ურთიერთობებისა და მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებისთვის," - აცხადებს ნათია თურნავა.

დღის ამბები