19 აგვისტო 2026,   20:40
ვრცლად
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონში სკვერის მოწყობა დაასრულა

გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონში დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების, შენობა-ნაგებობისა და ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, მათ ნაცვლად კი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო.

გაკეთდა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე, დაიდგა ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

დღის ამბები