25 აგვისტო 2026,   21:57
ვრცლად
სახალხო დამცველი შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩავიდა

სახალხო დამცველი შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩავიდა. შეხვდა და მოუსმინა მეჯვრისხევის და ახალუბნის მოსახლეობას. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეთანხმდა საკითხები, რომლის მოგვარებასაც ადგილობრივები გადაუდებლად ითხოვენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ის ამ საკითხებს თავის მოხსენებაში დააყენებს.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადამიანების რაოდენობა არ შემცირდეს. პირიქით, ხალხი, რომელიც აქედან გასულია და ცხოვრობს გორში ან მაგალითად სხვა რაიონებში, დაბრუნდნენ და ჰქონდეთ მოტივაცია, რომ ისევ თავიანთ სახლებში გააგრძელონ ცხოვრება. რა თქმა უნდა, იქ არის ამბულატორიის საკითხი და სხვა საკითხები, რომელიც სოციალურ საკითხებს უკავშირდება, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული დამოკიდებულება, განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდეს ამ 83 სოფლის მიმართ, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებობს საქართველოში," - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.

დღის ამბები