21 ივნისი 2026,   09:38
ვრცლად
ისრაელის მიერ განხორციელებულ შეტევებს ღაზას სექტორში 45 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - "ჰამასმა" კი აშშ-ის წარმომადგენლის შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უარყო

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში - ორშაბათს ისრაელის მიერ განხორციელებულ შეტევებს ღაზას სექტორში 45 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აქვე, ცნობილი ხდება რომ "ჰამასმა" უარყო ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ინფორმაციას ადასტურებს სტივ უიტკოფი.

შტატების სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელი მზადაა ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, მძევლების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება და დაიწყება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისთვის.

დღის ამბები