20 აგვისტო 2026,   23:37
ვრცლად
"კრებსითმა "ქართულმა ოცნებამ" თუ მიიღო მონაწილეობა, ეს არ იქნება ლეგიტიმური არჩევნები" - გიორგი ბოტკოველი ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე

"კრებსითმა "ქართულმა ოცნებამ" თუ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ეს არ იქნება ლეგიტიმური არჩევნები. თელავის მაგალითი ავიღოთ: 20 წლის ბიჭი, მათე დევიძე ზის ციხეში და ახლა მე უნდა მივიდე დევიძის ოჯახში და ვუთხრა: იცი რა, მე ან მერად უნდა ვიყარო კენჭი, ან საკრებულოს წევრად და მათ უნდა ვუთხრა, რომ ხმა მომეცი ან მიეცი რომელიმე ოპოზიციურ პარტიას?! არ არსებობს," - ეს განცხადება "ღამის კურიერის" ეთერში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბოტკოველმა გააკეთა.

მისვე თქმით, მას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთიანობის იმედი აქვს.

"გამოსავალი არის ერთადერთი - ამ რეჟიმის, ამ ცესკოს, ამ პოლიციის, ამ სუსის პირობებში, არჩევნებში შესვლა არის მიუღებელი. დღეს რეალობა არის ეს, ხვალ რა რეალობა იქნება, არავინ იცის. მთავარია ის, რომ უნდა დასრულდეს ივანიშვილის რეჟიმი და დასრულების პროცესში, ყველა ოპოზიციური პარტია უნდა იდგეს ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობას აუცილებლად ექნება შედეგი და მთავარია ის, რომ ოპოზიცია იქნეს ერთიანი. გამარჯვების იმედი მაქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ შედგება ის ერთობა, რომელიც რუსულ რეჟიმს დაამარცხებს," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები