ICF საქართველომ ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული მეშვიდედ გამართა. წელს პირველად კვირეულის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც განათლებაში ქოუჩინგის როლს მიეძღვნა.
ღონისძიებები მოიცავდა 15-ზე მეტ უფასო ვებინარს, დემო და პრო ბონო სესიებს.
კვირეულის წლევანდელი თემა - "შთააგონე, შეცვალე, განავითარე", ფოკუსირებულია ქოუჩინგის როლზე განათლებაში.
ორგანიზაცია აერთიანებს 50,000-ზე მეტ ქოუჩს 150 ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქოუჩინგის ცნობადობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას.