21 ივნისი 2026,   16:42
ვრცლად
"შევამჩნიეთ რუსი დაბალი რანგის პირები, რომლებიც რუსული მხარის წარმოსადგენად მოდიან" - გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლემის განცხადებით, რუსეთმა  სტამბოლში, უკრაინასთან მოლაპარაკებებზე დაბალი რანგის დელეგაცია გაგზავნა. ამის შესახებ დევიდ ლემისმა ანტალიაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

"ჩამოვედით ერთადერთი გზავნილით, ვიდგეთ უკრაინის გვერდით და უზრუნველვყოთ, რომ მივიღოთ სამართლიანი და ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა. ასეთი მშვიდობისთვის მზადყოფნას პრეზიდენტი ზელენსკი აჩვენებს თურქეთში ყოფნით და, რა თქმა უნდა, ახლოდან ვაკვირდებოდით მოლაპარაკებების დაწყებამდე და შევამჩნიეთ რუსი დაბალი რანგის პირები, რომლებიც რუსული მხარის წარმოსადგენად მოდიან", – განაცხადა დევიდ ლემიმ.

დღის ამბები