18 აგვისტო 2026,   20:33
ვრცლად
2025 წლის პირველ 4 თვეში, წინა წელთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.3%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 მილიარდ 755 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია. "საქსტატის" ცნობით, აქედან, ექსპორტი გაიზარდა 14.2%-ით, იმპორტი კი 15.7%-ით.

"დაფიქსირდა აპრილისთვის ახალი ისტორიული მაქსიმუმი ექსპორტის მიმართულებით - 616 მილიონ დოლარს გადააჭარბა ექსპორტმა აპრილის თვეში. წლიური გაანგარიშებით, 41%-ით არის გაზრდილი, გაზრდილია ბრუნვა და ეს კარგად ეხმიანება ეკონომიკური ზრდის ზრდად მაჩვენებლებს საქართველოში. საქართველოში იზრდება ექსპორტი, იზრდება ეკონომიკა და დღითიდღე ჩვენ დავინახავთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდით, ინვესტიციების მატებით, საქართველოში კეთილდღეობის დონე იქნება გაუმჯობესებული“, - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.

დღის ამბები