19 აგვისტო 2026,   18:54
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - ვულოცავ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვიმედოვნებ, კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება

გულწრფელად ვულოცავ ბატონ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვუსურვებ მას წარმატებას წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნება.

"გამოვთქვამ იმედს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და შეიქმნება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ჩვენი ერების საკეთილდღეოდ," - აღნიშნავს პრემიერი.

დღის ამბები