მოხალისეთა ორგანიზაციამ "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის" 2025 წლის პირველი ნაკადი მიიღო.
მოხალისეები გომბორის მოსამზადებელ ცენტრში ნოემბრის ჩათვლით სხვადასხვა დისციპლინას შეისწავლიან. მოეწყო ღია კარის დღეც. სტუმრებმა ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.