20 აგვისტო 2026,   22:26
ვრცლად
"ბევრჯერ გვინატრია, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოცნება მართლა ახდებოდა... ის ერთად აგვიხდა!" - ნინი ორკოშნელის დედა საჩუქრად ბინის გადაცემაზე

"ნიჭიერის" XI სეზონში, ნინი ორკოშნელი ოქროს სპონსორის რჩეული გახდა. მომენტი, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მას საჩუქრად ბინა გადაეცა, ემოციური იყო ნინის დედისთვისაც.

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოცნება მართლა ახდებოდა. ის ერთად აგვიხდა! ბევრჯერ გვინატრია... ხალხო, ძალიან დიდი მადლობა. ვერაფერს ვამბობ...", - თქვა მან პროექტის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, ნინი ორკოშნელი მე-4 ოქროს ღილაკის მფლობელი გახლდათ.

მეგაშოუს გამარჯვებული რამდენიმე საათის წინ გამოვლინდა - "ნიჭიერის" XI სეზონის გამარჯვებული "ნია სტუდიო" გახდა

 

 

დღის ამბები