ტურიზმის ადმინისტრაცია ჟურნალისტებს ბელგიიდან მასპინძლობს.
გამოცემა საბატოს ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან და სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ.
ტურის მონაწილეები უკვე იმყოფებოდნენ კახეთში, სადაც ღვინის მომზადების წესებს გაეცნენ. ისინი მოინახულებენ სტეფანწმინდას, გერგეტის სამებას და უფლისციხეს.