20 აგვისტო 2026,   23:40
ვრცლად
სოფელ შავშვებთან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - დაღუპულია ორი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან - ავტომობილი, სავარაუდოდ, რკინის ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ცნობით, დაღუპულია მანქანაში მყოფი ორი ადამიანი.

როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 276 -ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები