საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში უკვე დაიწყო.
ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა დახვედრის ცერემონია. მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტს კოლეგა ილჰამ ალიევი უმასპინძლებს. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრსა და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან.
პრეზიდენტთან ერთად, აზერბაიჯანში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და დეპუტატები.