27 აგვისტო 2026,   21:26
ვრცლად
"ვნახეთ, როგორ იწვალა გუშინ ერთმა რიგითმა აგენტმა, იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა გუშინ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომ საკუთარ პროფესიაზე თქვა უარი" - მამუკა მდინარაძე

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას გამოკითხვასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ გიორგი გახარია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

"ვნახეთ, როგორ იწვალა გუშინ ერთმა რიგითმა აგენტმა. ჯერ ვერ გაიხსენა შეხვდა თუ არა ელჩებს, შემდეგ თქვა, რომ შეხვდა ელჩებს, მერე დააკონკრეტა, რომ შეხვდა ამერიკის ელჩს, შემდეგ ვერ გაიხსენა მათ მელიაზე ესაუბრა თუ არა, მერე გაიხსენა, რომ ელაპარაკა მელიაზე, მერე ისიც გაიხსენა, რომ თითქოს უთხრა, რომ აღასრულე სამართალიო და დაკავებაზე მიუთითა და ამ დროს მის გადადგმამდე ნახევარი საათით ადრე ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის მიუთითებდა, რომ მოწოდების მიუხედავად უკან გადადგმულ ნაბიჯთან გვქონდა საქმე.

რამხელა აბსურდია, როდესაც თვითონ ამბობს საელჩო, რომ მოუწოდებენ ამ ნაბიჯის გადადგმაზე უარი თქვას სახელმწიფომ და გახარია პირდაპირ ეთერში იტყუება, რომ თითქოს ისინი მოუწოდებდნენ აღსრულებისკენ და არა აღსრულებაზე თავის შეკავებისკენ. იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა გუშინ ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომ საკუთარ პროფესიაზე თქვა უარი", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები