28 აგვისტო 2026,   15:30
ვრცლად
"ფარსია ეს პროცესი, 13 წლის თავზე გამოიძიო "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩადენილი დანაშაულებები, მაშინ, როცა აღმოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ჩათში განიხილებოდა ვის როგორ დააკავებდნენ" - ირაკლი კუპრაძე

"ფარსია ეს პროცესი, 13 წლის თავზე გამოიძიო "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩადენილი დანაშაულებები მაშინ, როცა, დღეს აღმოჩნდა მაგალითად სქრინები "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოდან და ჩვენ ვნახეთ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ჩათში განიხილებოდა ვის როგორ დააკავებდნენ", - ამის შესახებ "ღაის კურიერის" ეთერში პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის განცხადებით, დღეს გავრცელებული სქრინებით ირკვევა, რომ სასამართლო და პროკურატურა კი არ წყვეტდა როდის და როგორ დააკავებდნენ ნიკა მელიას, არამედ პოლიტსაბჭოს ჩათში მიიღებოდა აღნიშნული გადაწყვეტილება.

"ფარსია ეს პროცესი, 13 წლის თავზე გამოიძიო "ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილი დანაშაულებები, მაშინ, როცა, დღეს აღმოჩნდა, მაგალითად სქრინები "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოდან და ჩვენ ვნახეთ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ჩათში განიხილებოდა ვის როგორ დააკავებდნენ.

ანუ სახელმწიფო ინსტიტუტები და პროკურატურა კი არ განსჯიდა, პროკურატურა კი არ წყვეტდა მელიას როგორ დააკავებდნენ, არამედ წყვეტდა თეა წულუკიანი, გიორგი გახარია, სოზარ სუბარ, თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც სიტყვა "აბსოლუტურის" სწორად გამოთქმაც არ იცის და ა.შ.

ამიტომ, ამ ვითარებაში, როდესაც პროკურატურაც კი სრულად მათ ემორჩილება და პოლიტსაბჭოს ჩატით იმართება პროკურატურა, სასამართლოც და ა.შ. იქ გადაწყვეტილებები მიიღებოდა და შინაარსი, რომელიც ამ სქრინებიდან არის გამოტანილი, სწორედ გადაწყვეტილებებს მიესადაგება. ამიტომ, ნათელია, რომ 13 წლის თავზე ამ დანაშაულებების გამოძიება ჩემთვის სრულიად გაუგონარია. მაგალითად, ის საქმე, რომელიც განიხილა ახლა ე.წ. საგამოძიებო კომისიამ, სერჟანტ შავაძის საქმე.

სერჟანტ შავაძის საქმეს, თეა წულუკიანი და "ქართული ოცნების" კომისია რომ განიხილავს, სერჟანტი შავაძე, რომელიც მოკლეს და ქობულეთში, ჭაობში გადააგდეს გვამი, ამ ადამიანის საქმეს რომ განიხილავს ის პარტია, რომელსაც გამომძიებელი პროკურორი ვინც ჰყავდა შავაძის საქმეს, რესან კონცელიძე, ჯერ "ქართული ოცნების" კვოტით პარლამენტში შეიყვანეს ამ არჩევნებზე, შემდეგ მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს, სერჟანტ შავაძის უსამართლოდ, უკანონოდ, სასტიკად მოკლული ადამიანის მოსამართლე, ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშნა "ქართულმა ოცნებამ". ამ პირობებში როგორ შეიძლება საქმე გამოიძიებული იყოს? დანარჩენი ხომ პროპაგანდა და ტყუილია?!" - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

დღის ამბები