საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.
შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობა.
საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.
საუბარი, ასევე შეეხო 15-16 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის დეტალებს.