28 აგვისტო 2026,   12:25
ვრცლად
"როდესაც 7 მილიარდი ევრო ტრიალებს გაუმჭვირვალედ, იქ, რა თქმა უნდა, არის ეჭვი, რომ ხელს ითბობს ზოგიერთი" - შალვა პაპუაშვილი

მორიგი სკანდალური ჟურნალისტური მასალა, რომელიც ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალე დაფინანსებას ეხება, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. კერძოდ, ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე 2021-2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ როდესაც 7 მილიარდი ევრო ტრიალებს გაუმჭვირვალედ, იქ რა თქმა უნდა, არის ეჭვი, რომ ხელს ითბობს ზოგიერთი. 

"არ უნდოდა ზოგს ამის დაჯერება, ზოგს ამის აღიარება და ზოგს ამაზე პასუხისმგებლობის აღება. მოუწიათ მას შემდეგ, რაც ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება და ამხილა USAID-ის, NED-ის და სხვათა თაღლითური და პოლიტიკურად მოტივირებული ქცევა. იგივეს ვსაუბრობდით ჩვენ ევროპის დემოკრატიის ფონდზე და ახლა დაადასტურა ევროპის აუდიტორთა სასამართლომ, აუდიტორული კვლევით, რომ 7 მილიარდიანი ბიუჯეტი იხარჯება გაუმჭვირვალედ, მათ შორის, ამ დასკვნის მიხედვით, ამ თანხის გამოყენება ხდებოდა მათ შორის ძალადობრივი საპროტესტო აქციების განსახორციელებლად და მგონი გვეცნობა ბევრი რაღაც, პარალელები საქართველოსთან დაკავშირებით. როდესაც 7 მილიარდი ევრო ტრიალებს გაუმჭვირვალედ, იქ რა თქმა უნდა, არის ეჭვი, რომ ხელს ითბობს ზოგიერთი და საქართველოშიც სამწუხაროდ, ეს ეჭვებიც არსებობს გრანტებთან დაკავშირებით," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე 2021-თ 23-მ წლებში 7-დ მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ინფორმაცია მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ევროკავშირის კონტროლის პალატამ და მისმა წევრმა ლაიმა ანდრი-კენემ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, დაუდგენელია, რა თანხები, რა მიზნებით და რომელ არასამთავრობოებს ერიცხებოდა.

 

დღის ამბები