12 აგვისტო 2026,   13:38
ვრცლად
პრემიერმა და პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ბათუმში ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგინეს

პრემიერმა და პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ბათუმში ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგინეს. სულხან თამაზაშვილი თანამდებობას დღეიდან ოფიციალურად დაიკავებს. აჭარის მთავრობის შემადგენლობა, 12 ხმით, უკვე დამტკიცებულია. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის ახალი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილისა და მის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატებს კენჭი დილით უყარეს. 

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ნდობა გამოუცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ შემადგენლობას. 12 ხმით, მთავრობა დამტკიცებულია. მე მინდა, ახალ შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელით ვუსურვო წარმატებები და ვუსურვო, რომ გამკლავებოდეს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენი რეგიონის და მოსახლეობის წინაშე დგას. აქვე, მინდა, სამომავლო საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო ბატონ თორნიკეს", - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

თორნიკე რიჟვაძემ პოსტი 4 აპრილს დატოვა.

დღის ამბები