31 აგვისტო 2026,   13:54
ვრცლად
"ემსახურება მხოლოდ იმას, რომ აჟიოტაჟი აჟიოტაჟის გამო ატეხონ" - ირაკლი ქადაგიშვილი ცესკოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე

"ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ აჟიოტაჟი აჟიოტაჟის გამო ატეხონ", - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა "ძლიერი საქართველოს" მიერ ცესკოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ხშირად, დამკვირვებელი პროვოკაციული ქმედებებით საარჩევნო უბანზე თავად იწვევდა აყალმაყალს. 

"მათი ეს აჟიოტაჟი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ აჟიოტაჟი აჟიოტაჟის გამო ატეხონ. ჩვენ ხშირად გვქონდა შემთხვევა, როდესაც ვითომდა დამკვირვებელი თავისი პროვოკაციული ქმედებებით საარჩევნო უბანზე იწვევდა აყალმაყალს. არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეასრულონ თავის სადამკვირვებლო ფუნქციები. საარჩევნო კომისიებმა უნდა შეასრულონ  კანონით დადგენილი უფლებამოსილებები", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

დღის ამბები