პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცესკო-ს გადაწყვეტილებები საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს ემყარება, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს კი საარჩევნო ადმინისტრაციის ირგვლივ აჟიოტაჟის შექმნა სურთ.
მისივე განცხადებით, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და მათი დამფინანსებლების მიზანი, არჩევნებსა და დემოკრატიაზე თავდასხმაა.
"როდესაც ამბობ, რომ არჩევნებს არ აღიარებ და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებ, მეორე მხრივ, არჩევნების პროცედურებთან დაკავშირებით გაქვს შენიშვნები, ეს აჩვენებს, რომ ისინი კვლავ დაკავებულები არიან საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებით და სინამდვილეში, კვლავ ვიხილავთ მათ საარჩევნო მარათონში, რაც ცუდია, იმიტომ, რომ ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას თუ არ მიიღებენ ამ არჩევნებში, ეს უმჯობესია ჩვენი დემოკრატიისთვის.
რაც შეეხება ცესკოს გადაწყვეტილებას, ყალბი აჟიოტაჟი ატყდება-ხოლმე უცხოური დაფინანსებით და ეს არაერთხელ დადასტურდა. ის, რომ ცესკოს გადაწყვეტილებები ყოველთვის არის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, ესეც არაერთხელ დადასტურდა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.