"ნანუკას ფონდის" დამფუძნებელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, მისი და კიდევ სხვა რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ფონდების ანგარიშების და მათზე არსებული თანხების დაყადაღების ფაქტს პოლიტიკურად აქტად აფასებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება "ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურია."