25 აგვისტო 2026,   22:56
ვრცლად
ანგაჟირებული და, უმრავლესს შემთხვევაში, კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ადამიანები ყოველთვის ცდილობენ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზებასა და წამებულის მანტიის მორგებას - არჩილ გორდულაძე

ადამიანები, რომლებიც ანგაჟირებულები, მართულები, მართვადი არიან და, უმრავლესს შემთხვევაში, პირდაპირ კავშირში არიან კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან", ყოველთვის ცდილობენ, რომ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება მოახდინონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ წამებულის მანტია მოირგონ.

"იმისთვის, რომ თავიანთი სავარაუდო დანაშაულები გადაფარონ და საზოგადოების თვალში რაღაცით მაინც წარმოჩინდნენ დადებითი კუთხით, ყველაფერს აკეთებენ, რომ წამებულის მანტია მოირგონ. ამას ემსახურება ეს ყველაფერი. ეს საკითხი სამართლებრივია, რასაც, სამართლიანი სასამართლოს ფორმატში, წერტილი დაესმება", – განაცხადა გორდულაძემ.

პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

დღის ამბები