12 აგვისტო 2026,   13:11
ვრცლად
გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის წარსულში ნასამართლევია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს თავდაპირველად მეგობარი დაუკავშირდა, რომელმაც გარკვეული საკითხის მოსაგვარებლად თანხა შესთავაზა. მოგვიანებით კი, ბრალდებულს გიორგი ბაჩიაშვილი მამასთან ერთად შეხვდა. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილის დავალებით, დაკავებულმა იყიდა მანქანა, სადაც სამალავი მოაწყვეს.

საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას "გიორგი ბაჩიაშვილი სწორედ ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის, წინასწარ მოწყობილ სამალავში იყო დამალული," - აცხადებენ ძალოვან სტრუქტურაში.

დღის ამბები