"პაიკი, რომელსაც გაწირავენ" - მმართველი გუნდის შეფასებით, სწორედ ეს გეოპოლიტიკური ინტერესი აქვს ბალტიისპირეთს საქართველოს მიმართ, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან აქტიურად აკრიტიკებს.
უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ სანქციებს მხოლოდ სუბიექტური მიზნები აქვს და ეს ბალტიის ქვეყნების ორმაგ სტანდარტშიც ვლინდება.
რატომ ითხოვდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოსგან სანქციებზე მიერთებას მაშინ, როდესაც თავად რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო მაჩვენებელი გაზარდეს? რატომ არ საუბრობდნენ დემოკრატიის უკუსვლაზე სააკაშვილის მმართველობის დროს? - ოპოზიციას პასუხი არ აქვს, თუმცა ამტკიცებს, რომ ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ობიექტურად მოქმედებენ.
ოპონენტებსაც და პარტნიორებსაც მმართველი გუნდი ახსენებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე საქართველოს სამხედრო კონტრიბუცია რამდენჯერმე აღემატება ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის წვლილს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მთავარი პრობლემა, სახელმწიფო სუვერენიტეტის გარეშე ჩრდილოვანი მმართველობის გავლენებით მოქმედებაა.
საქართველოს 50-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები ბალტიისპირეთმა 3 მარტს დააწესა. ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთში შესვლა პოლიტიკოსებთან ერთად აეკრძალათ სამართალდამცველებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც.